წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი
ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის
მოწყობის სამუშაოებს ებრაული კომპანია KASS LAND-ი ახორციელებს.
ინვესტიცია კი 120 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის
ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი
ხედი გადაიშლება. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა: ვიზიტორთა
ცენტრი, კანიონში ჩასასვლელი ბილიკები პანორამული ხედებით,
გადმოსახედი, პარკინგი, საქანელა, ბაიკ-ლაინი, კოტეჯები და სასტუმრო
კომპლექსი.
ცნობისთვის, კანიონი თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის
დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის.