სესხის გამცემი სუბიექტები უკვე 1.04 მლრდ ლარის საკრედიტო პორტფელს ფლობენ
სესხის გამცემ სუბიექტებს (სგს) მოგება შეუმცირდათ. 2022 წლის პირველი კვარტალი, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოქცეულმა მცირე კრედიტორებმა 11 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს. წლიურ ჭრილში 6.3%-იანი კლებაა, ანუ სგს-ებმა 742 568 ლარით ნაკლები მოგება მიიღეს, ვიდრე შარშან პირველ კვარტალში.

მცირე ზომის კრედიტორებს 1 აპრილის მდგომარეობით, 1.041 მლრდ ლარზე მეტის სესხები აქვთ გაცემული. პორტფელში 909.2 მლნ ლარის სესხებია, 132.4 მლნ - უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება.

754 494 ფიზიკური პირისთვის გაცემული სესხები სექტორების მიხედვით ასე გამოიყურება:

• ლომბარდი - 277.7 მლნ ლარი
• სამომხმარებლო სესხები - 291.18 მლნ ლარი
• ონლაინ სესხები - 346.7 მლნ ლარი
• სოფლის მეურნეობა - 29.6 მლნ ლარი
• ვაჭრობა/ მომსახურება - 9.8 მლნ ლარი
• იპოთეკური სესხები - 2.8 მლნ
• ავტო სესხი - 0.93 მლნ
• სხვა - 15.6 მლნ

იურიდიულ პირებს მცირე ზომის კრედიტორებისგან 67 მლნ ლარის სესხები აქვთ აღებული. სულ ასეთ სესხს 650 კომპანია ფლობს.

შეგახსენებთ, სესხის გამცემ სუბიექტების (სგს) სტატუსი ე.წ მევახშეების რეგულირების მიზნით შემოვიდა. პირები, რომელთა მიმართაც სასესხო დავალიანება 20-ზე მეტი ფიზიკურ პირს აქვს და იმავდროულად, არ გააჩნია ამ რომელიმე ფინანსური ორგანიზაციის სტატუსი, ვალდებულნი არიან ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარონ და ანგარიშგებები წარადგინონ. ეს მოთხოვნა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები