საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს
ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროსთან თანამშრომლებით, იწყებს „მოყვარულთა თასი“-ს 2022 წლის
ჩემპიონატს.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, „მოყვარულთა თასი“ არის ოფიციალური
სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც იმართება მთელი ქვეყნის
მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს
UEFA-ს მიერ.
ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის
ასაკიდან. გუნდმა განაცხადში უნდა შეიყვანოს არანაკლებ 16 და
არაუმეტეს 30 ფეხბურთელი; მათ შორის ორი მეკარე. გუნდს აუცილებლად
უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, რომელიც დაუშვებელია ამავდროულად იყოს
გუნდის მწვრთნელი ან ფეხბურთელი.
მსურველებმა უნდა გააგზავნონ შევსებული განაცხადის ფორმა მეილზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
საკონტაქტო პირი: განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა განყოფილების სპეციალისტი - დავით ნაზღაიძე.
ტელ: 595-96-14-23; 595-96-87-77
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი.