ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
აშშ-ის ტეხასის შტატის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილია 19 ბავშვი და 2 ზრდასრული ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირიც.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print