მაღალანაზღაურებადი მენეჯერები - რა უჯდებათ ბანკებს დირექტორების დაქირავება?
საბანკო სექტორს დირექტორების დაქირავება 2021 წელს 88,5 მლნ ლარი დაუჯდა. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯმეტი კვლავ „თიბისის“ და „საქართველოს ბანკს“ ჰყავთ. 8 დირექტორის დაქირავებისთვის „საქართველოს ბანკის" სახელფასო ფონდი 42.2 მლნ ლარი იყო, „თიბისის“ – 25.7 მილიონი.

2021 წელთან შედარებით ბანკების დირექტორატის ანაზღაურებები 24 მილიონი ლარით არის გაზრდილი, მათ შორის ყველაზე მეტად გაზრდილია "თიბისი ბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრთა შემოსავლები და წინა წელთან შედარებით მატება 15 მილიონი ლარია.

ბანკების წლიური ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, რომ ტოპ-მენეჯერებისთვის გადახდილი 88 532 274 ლარიდან ნაწილი გადავადებული აქციებით გადახდილი ხელფასია, რაც იმას ნიშნავს, რომ მენეჯერების ნაწილმა ხელფასის სახით ბანკების აქციების ნაწილი მიიღო. მენეჯერები მათ განაღდებას რამდენიმე წლის შემდეგ შეძლებენ.

სულ სექტორის მმართველ რგოლში 72 პირია დასაქმებული.

დირექტორთა საბჭოს ხელფასები კომერციულ ბანკებში / 2021 წელი

1. საქართველოს ბანკი - 42 278 859 ლარი (20 164 043 გადავადებული აქციებით)
2. თიბისი ბანკი - 25 717 987 ლარი (14 315 469 გადავადებული აქციებით)
3. ბაზისბანკი - 5 505 604 ლარი (923 267 გადავადებული აქციებით)
4. კრედო ბანკი - 4 499 100 ლარი (445 971 გადავადებული აქციებით)
5. პაშა ბანკი - 2 037 996 ლარი
6. ლიბერთი ბანკი - 1 733 152 ლარი
7. ტერაბანკი - 1 285 988 ლარი.
8. ხალიკ ბანკი - 1 253 510 ლარი (429 531 ლარი გადავადებული ანაზღაურება)
9. ქართუ - 1 202 102 ლარი
10. იშ ბანკი - 1 192 506 ლარი
11. პროკრედიტ ბანკი - 778 147 ლარი
12. ზირაათბანკი - 584 985 ლარი
13. სილქ როუდ ბანკი - 462 338 ლარი

წყარო: ბმ
Print