სესხის გამცემმა სუბიექტებმა 3 თვეში 11, 002 მლნ ლარის მოგება მიიღეს
2022 წლის პირველ კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 11, 002 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კონსოლიდირებულ მონაცემებშია აღნიშნული.

ამასთან, წმინდა საპროცენტო შემოსავალმა ჯამში 16,390 მლნ ლარი შეადგინა; აქედან 9,193 მლნ ლარი წმინდა საკომისიო და მომსახურეობის მიხედვით სხვა შემოსავლებზე მოდის, 1,394 მლნ ლარი ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულ შემოსავლებზე, ხოლო, 5,615 მლნ ლარი სხვა არასაპროცენტო შემოსავლებზე.

რაც შეეხება არასაპროცენტო შემოსავლებს ჯამში, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, 15,964 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 10, 676 მლნ ლარი პერსონალის ხარჯებზე ნაწილდება, 1,718 მლნ ლარი იჯარის ხარჯზე, 5,901 მლნ ლარი სხვა არასაპროცენტო ხარჯებზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტების აქტივებმა 538, 390 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალმა 164, 542 მლნ ლარი.

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს დარეგისტრირების ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ. ერონული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, რეგისტრირებული იყო 181 სუბიექტი, სადაც მთლიანად დასაქმებულია 2 431 ადამიანი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია