უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან 29 450 რუსი ჯარისკაცია მოკლული
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 24 თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით რუსული მხარის დანაკარგების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა 29 450 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რომელიც გასული დღე-ღამის განმავლობაში დამატებით 100 ჯარისკაცს მოიცავს.

„შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1305 ტანკი, 3213 ჯავშანტექნიკა, 606 საარტილერო სისტემა, 201 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 206 საბრძოლო თვითმფრინავი, 170 ვერტმფრენი, 491 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 112 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2217 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი, 44 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები