როგორ აღინიშნება მარნეულში დამოუკიდებლობის დღე-ფოტო
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს . მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სხვადასხვა აქტივობები იმართება. ღონისძიება "კიდევაც დაიზრდებიან" ტერიტორიაზე 14:00 საათზე დაიწყო.

მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები
• ისტორიული გამოფენები;
• ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები
• სპორტული აქტივობები;
• კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები;

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები, ქვემო ქართლის გუბერნატორი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი.

მარნეულის მერი ქენან ომაროვი რადიო მარნეულის ფეისბუქ ლაივში მოულოცა მარნეულელებს დამოუკიდებლობის დღეს და მოკლედ გვიპასუხა კითხვაზე თუ რა არის მიტხვის თავისუფლება
"განვითარება და წინსვლა" - თქვა ომაროვმა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 26 მაისის აღსანიშნავად ქალაქის შესასვლელში 20 მეტრიანი დროშა აღმართა. დროშის აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება მარნეულის მუინიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 28 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღო.
მარნეულის მერიამ დროშა გამარტივებული წესით იყიდა.
20 მეტრის სიმაღლის დროშა ქალაქ მარნეულის შესასვლელში, აბრის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" მიმდებარედ, დაიდგა. მუნიციპალიტეტმა დროშის აღმართვისათვის 13 585 ლარი დახარჯა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები