“ეს გახლავთ სამინისტრო და არა ბუტკა” – წულუკიანი სამსახურიდან გათავისუფლებებზე
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს მუზეუმების ახალ ხელმძღვანელებს. განცხადებას წინ უძღოდა ეროვნული მუზეუმიდან კიდევ 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლება.

„ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის – ბუტკა [რუს: ჯიხური].ეს არის საჯარო ორგანიზაცია, დაახლოებით, 100-მდე რომელსაც მართავს კულტურის სამინისტრო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც იღებს ხელფასს, მინიმუმ, დადიოდეს სამსახურში. და როდესაც დადის და თუ დადის – მას ჰქონდეს უნარი, რომ საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას კომპეტენტურად გაუსწოროს თვალი,“ – ამბობ წულუკიანი.

„ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას ახალ ხელმძღვანელობას, იქნება ეს ხელოვნების მუზეუმში, სიმონ ჯანაშიას მუზეუმში..”

ჟურნალისტის კითხვას, მართალია თუ არა ის, რომ მუზეუმში დასაქმებულებს პოლიტიკური ნიშნით ირჩევენ, წულუკიანმა არ უპასუხა.

თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებიდან უკვე ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს — კურატორები, მკვლევრები, არქეოლოგები, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირები და სხვები.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია