ბრიტანეთის დაზვერვა - რუსული ძალები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ
რუსეთის სახმელეთო ჯარები აგრძელებენ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობას, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა პოპასნაიას ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ რუსეთი ზეწოლას ახდენს სევეროდონეცკზე, თუმცა უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს რამდენიმე დაცულ სექტორზე, რაც მეტყველებს, რომ რუსეთს დონბასზე სრული კონტროლი არ აქვს.

„რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის ამოცანად, როგორც ჩანს სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია რჩება. ბოლო დღეებში, რუსეთმა, სავარაუდოდ, 50 წლის T-62 ტიპის ტანკები რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში გადაიტანა. T-62 ტანკები თითქმის დაუცველნი იქნებიან ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიმართ და მათი ყოფნა ბრძოლის ველზე ხაზს უსვამს რუსეთის თანამედროვე, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი აღჭურვილობის დეფიციტს,“
- აღნიშნულია ანგარიშში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია