შეწყვიტეთ რუსეთთან თამაში, დაასრულეთ ომი – ზელენსკი დასავლეთს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს რუსეთთან თამაშის შეწყვეტისა და უფრო მკაცრი სანქციებისკენ მოუწოდებს.

"ეს კატასტროფული მოვლენები, მაინც შეიძლებოდა შეჩერებულიყო, თუ მსოფლიო უკრაინაში ვითარებას ისე შეხედავდა, როგორც საკუთარს, თუ სახელმწიფოები რუსეთს არ ეთამაშებოდნენ, არამედ რეალურად იმოქმედებდნენ ომის დასასრულებლად"
- თქვა ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ზელენსკის დასავლეთის მიმართ კრიტიკა ევროკავშირის მე-6 პაკეტში რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხზე შეუთანხმებლობას მოჰყვა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა დარჩება დამოუკიდებელია, თუმცა ერთადერთი კითხვაა ის, თუ რის ფასად შეძლებს ქვეყანა სუვერენიტეტის შენარჩუნებას.

"უკრაინა ყოველთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება - ეს არ დაირღვევა. ერთადერთი საკითხია ის, თუ რა ფასი უნდა გადაიხადოს ჩვენმა ხალხმა თავისუფლებისთვის და რა ფასს გადაიხდის რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ამ უაზრო ომისთვის".
- ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ ევროკავშირის შიგნით მე-6 პაკეტში რუსულ ნავთობზე ემბარგოს საკითხისგან გამოწვეულ უთანხმოებაზე ისაუბრა და EU-ს ჰკითხა, თუ რატომ აძლევდნენ ზოგიერთ ქვეყანას გეგმის დაბლოკვის უფლებას.

"კიდევ რამდენ კვირას გაგრძელდება მოლაპარაკებები ევროკავშირის მე-6 პაკეტზე? რუსეთზე ზეწოლა ფაქტობრივად სიცოცხლის საკითხია. ყოველი გაჭიანურება, სისუსტე, კამათი თუ აგრესორის "დასამშვიდებლად" შემუშავებული წინადადებები, მხოლოდ უკრაინელების მკვლელობას ნიშნავს".
- თქვა ზელენსკიმ.

წყარო: tabula.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია