სესხის გამცემმა სუბიექტებმა წელს 344,079 მლნ ლარით მეტი სესხი გასცეს
მიმდინარე წლის პირველ კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 344,079 მლნ ლარით მეტი სესხი გასცეს, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სესხის გამცემი სუბიექტების კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში 1,041 მლრდ ლარის (753 144 სესხი) სესხი გაიცა, 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში კი 697,567 მლნ ლარის (614 627 სესხი).

ამასთან, მიმდინარე წელს 974,629 მლნ ლარის სესხი ფიზიკურ პირებზე გაიცა, 67,017 მლნ ლარის - იურიდიულ პირებზე.

2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემულ კრედიტებს შორის, ყველაზე დიდი წილი ონლაინ სესხებზე მოდის.

  • ონლაინ სესხები - 305 607 სესხი (346,721 მლნ ლარი)
  • ლომბარდი - 265 760 სესხი (277,729 მლნ ლარი)
  • სამომხმარებლო სესხები - 161 310 სესხი (291,182 მლნ ლარი)
  • სოფლის მეურნეობა - 13 917 სესხი (29,656 მლნ აშშ დოლარი)
  • ვაჭრობა და მომსახურება - 2 498 სესხი (9,828 მლნ აშშ დოლარი)

რაც შეეხება იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებს, ყველაზე დიდი რაოდენობით სალომბარდე კრედიტები გაიცა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია