Guardian - აშშ უკრაინაში შორი მოქმედების სარაკეტო სისტემების გაგზავნას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში თანამედროვე, შორი მოქმედების სარაკეტო სისტემების გასაგზავნად ემზადება.

გამოცემა Guardian-ი წერს, რომ ამერიკული წარმოების შეიარაღების სისტემებს შეუძლიათ რაკეტების ასობით კილომეტრის მანძილზე სროლა- ბევრად უფრო შორს, ვიდრე ნებისმიერ სისტემას, რომელიც უკრაინას უკვე აქვს, რამაც, უკრაინელების მტკიცებით, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ ომში თამაშის წესები შეცვალოს.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რამდენიმე დღის განაცხადა, რომ უკრაინას ყველაზე მეტად მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები ესაჭიროება იმისთვის, რომ მძიმე შეიარაღებაში რუსეთის უპირატესობას შეეწინააღმდეგოს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები სჭირდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია