რუსებმა დონეცკის ოლქის 14 დასახლება დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქის 14 დასახლება დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღის განმავლობაში რუსებმა ოლქში 21 დარტყმა განახორციელეს - პოლიციამ ომის დანაშაულებები დააფიქსირა. ოკუპანტებმა 14 დასახლება დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. განადგურდა 32 სამოქალაქო ობიექტი - საცხოვრებელი კორპუსი, სახანძრო განყოფილება, რეკრეაციული ცენტრი, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო საწარმო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა დაბომბეს ავდიივკა, ლიმანი, ბახმუტი, სვიატოგორსკი, ჟელეზნოე, მიკოლაევკა, კრასნოგოროვკა, ტორეცკი, რაიგოროდოკი, დონეცკი, ნიუ-იორკი, პრივოლიე, შუმი და იაგოდნოე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები