უკრაინა, შავ ზღვაში რუსი აგრესორებისგან დასაცავად, პარტნიორებისგან
სახმელეთო ბაზირების კომპლექსებსა
და Harpoon-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს იღებს, - უკრაინული
მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს
განცხადებაშია აღნიშნული.
“უკრაინა სახმელეთო ბაზირების კომპლექსებსა და შესაბამისი
რაოდენობის Harpoon-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს იღებს. იარაღს
გვაწვდიან დანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები. სხვა სახელმწიფოებიც
შეუერთდებიან ამ პროცესს", - ნათქვამია უწყების
განცხადებაში.
მათი განმარტებით, ეს რაკეტები უკრაინას შავ ზღვაში მტრის საზღვაო
კომპონენტისგან დაიცავს.