უკრაინას შავ ზღვაში აგრესორებისგან დასაცავად ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს აწვდიან
უკრაინა, შავ ზღვაში რუსი აგრესორებისგან დასაცავად, პარტნიორებისგან სახმელეთო ბაზირების კომპლექსებსა და Harpoon-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს იღებს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

“უკრაინა სახმელეთო ბაზირების კომპლექსებსა და შესაბამისი რაოდენობის Harpoon-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს იღებს. იარაღს გვაწვდიან დანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები. სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან ამ პროცესს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათი განმარტებით, ეს რაკეტები უკრაინას შავ ზღვაში მტრის საზღვაო კომპონენტისგან დაიცავს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print