თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცი კლინიკიდნ გაწერეს, მეორე კი სტაციონარში რჩება
თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცი ბინაზე გაწერეს, მეორე კი სტაციონარში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ექიმი, ირაკლი მესხიშვილი განმარტავს, დაშავებულებს ჭრილობები ქვემო კიდურის არესა და წვივის მიდამოში აღენიშნებოდათ.

„შემოყვანილი იყო 2 მამაკაცი, რომლებსაც ჭრილობები აღენიშნებოდათ. ერთს მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა ქვემო კიდურის არეში, მეორეს - წვივის ზემო მესამედში. ერთ-ერთს გადაუდებელ განყოფილებაში გაეწია პირველადი დახმარება, შემდგომ საოპერაციო ბლოკში ჩაუტარდა რევიზია და პალატაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეორე მამაკაცს მიმღებში დაუმუშავდა ჭრილობა, სტაციონარული მკურნალობა არ სჭირდებოდა და ბინაზე გაეწერა“,- აღნიშნავს ირაკლი მესხიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print