უკრაინამ მიიღო საკმარისი რაოდენობის გემსაწინააღმდეგო რაკეტა
Harpoon-ი იმისთვის,
რომ თავდაცვითი მოქმედებებისას ჩაძიროს რუსეთის მთელი შავი ზღვის
ფლოტი,- ამის შესახებ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ
სერგეი ბრატჩუკმა „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა.
მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს გემსაწინააღმდეგო
რაკეტის გამოყენებას. ბრატჩუკის განმარტებით, Harpoon-ს რაკეტის
ეფექტურობის დემონსტრირება მოხდა როგორც საცდელი გაშვებისას, ისე
საომარ პირობებში.
ამერიკელ სპეციალისტებზე დაყრდნობით, ბრატჩუკმა ასევე აღნიშნა, რომ
ავიამზიდის წყობიდან გამოსაყვანად, მას Harpoon-ის 5 რაკეტა უნდა
მოხვდეს, კრეისერის გასანადგურებლად საკმარისია 4 რაკეტა.
„ერთ რაკეტას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს პატარა გემს ან
კატერს“,- განაცხადა ბრატჩუკმა.