კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი - მკურნალობა მიდის ისე, როგორც საჭიროა - კომისია მოდის და ყველაფერი დაიდება
კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი თამარ დავრაშვილი აცხადებს, რომ "მკურნალობა მიდის ისე, როგორც საჭიროა“.

დღეს თამარ დავრაშვილმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა, თუმცა მას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ უსაუბრია.

"მკურნალობა მიდის ისე როგორც საჭიროა. მოდის ახლა კომისია და ყველაფერი დაიდება, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება",- განაცხადა თამარ დავრაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 25 აპრილს პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები დაუშვას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები