თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, 41 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული
ინფორმაციით,
მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეშია დაჭრილი. ამ წუთებში მას
კლინიკაში სამედიცინო მკურნალობა უტარდება.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე
(ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 117-ე
(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.