თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, 41 წლის მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, 41 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეშია დაჭრილი. ამ წუთებში მას კლინიკაში სამედიცინო მკურნალობა უტარდება.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print