ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონს - ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ სასურსათო კრიზისი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას პრეზიდენტი ზელენსკი „ტვიტერში“ ავრცელებს.

მისი თქმით, ბრიტანეთის პრემიერთან საუბრისას თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის გააქტიურებასა და უკრაინისთვის საწვავის მიწოდებაზე იმსჯელეს.

„რეგულარული დიალოგის ფარგლებში, ბორის ჯონსონთან მორიგი სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის გააქტიურებასა და უკრაინისთვის საწვავის მიწოდებაზე. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად და პორტების განბლოკვის მიზნით“, - წერს ზელენსკი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია