მოლაოღლუს საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა
15 ივნისს, მარნეულის რაიონის სოფელ მოლაოღლუს საჯარო სკოლაში ბოლო ზაირ დაირეკა. ღონისძიებაზე მასწავლებლები, მოსწავლეები და სოფლის მკვიდრები იღებდნენ მონაწილეობას. 2021-2022 სასწავლო წელი სკოლაში 8 ბიჭმა და 8 გოგომ დაამთავრა.

ღონისძიებაზე მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

მოლაოღლუს საჯარო სკოლის დირექტორი მაჰმუდ ნასიბოვი აცხადებს, რომ სკლაში სულ 208 მოსწავლე სწავლობს, მათგან სკლა კი თექვსმეტმა დაამთავრა.

კურსდამთავრებულებმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ 12 წლიანი ერთად სწავლის შემდგომ კლასელებთან დაშორება რთულია.

„ბოლო ზარი ჩემთვის ნამდვილად ძალიან საინტერესოდ და გასართობად ჩატარდა. სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა ლამაზი სპექტაკლები წარადგინეს. საშუალო სკოლის დამთავრება ჩვენთვის უმაღლესი განათლების დასაწყისია. ამიტომაც, ახალი ცხოვრება სკოლის ბოლო დღეს ცეკვით, ღიმილით, გართობით ავღნიშნეთ“ - აცხადებს მანსურ ნასიბოვი

„ბოლო ზარი ჩემთვის სკოლის დამთავრება, ახალგაზრდობისაკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიია. ეს ზოგისათვის უნივერსიტეტში ჩაბარებას, ზოგისათვის კი პროფესიულ სასწავლებელსა თუ სხვაგან სწავლის გაგრძელებას ნიშნავს. ყველა კურსდამთავრებულს წარმატებას ვუსურვებ“ - აცხადებს კურსდამთავრებული გულჩინ ისმაილოვა

აღსანიშნავია, რომ მოლაოღლუს საჯარო სკოლაში ბოლო ზარი უკვე 48-ედ დაირეკა.

რადიო „მარნეული“

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები