სოფელ საკორინთლოსთან უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი დააფიქსირეს
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, პროცესი ივნისში დაიწყო და საოკუპაციო ძალებმა თხრილები გააკეთეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდში ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია სხვადასხვა ტერიტორიაზე განაახლეს.
  • ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ ინსტალაცია აღმართეს.
  • ე.წ. ბორდერიზაცია განახლდა ზარდიანთკარშიც.
სუს-ში ამბობენ, რომ პროცესი საოკუპაციო ხაზს მიღმა, სიღრმეში მიმდინარეობს.
  • მომხდართან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი.
  • ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები