მდინარე ჭოროხში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო - მაშველებმა ცხედარი ერთსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
მდინარე ჭოროხში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცი, დაახლოებით, 1-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით 30 წლის მამაკაცი ჭოროხის ნაპირთან ჯართის შესაგროვებლად იყო მისული, მოულოდნელად წყლის დონემ აიწია და მამაკაცი მორევმა ჩაითრია.

ამ დროისთვის, ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

წყარო: rustavi2.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები