პრემიერი - თუ შევადარებთ საქართველოს მონაცემებს მოლდოვასა და უკრაინას, მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, რომ ამ ე.წ. ასოცირებულ ტრიოში უპირობო ლიდერები ვართ
თუ შევადარებთ საქართველოს მონაცემებს მოლდოვასა და უკრაინას, მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, რომ ამ ე.წ. ასოცირებულ ტრიოში უპირობო ლიდერები ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მისი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასოცირების სამეულში საქართველოს ლიდერის სტატუსს გლობალური და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები ცხადყოფს.

„თუ შევადარებთ საქართველოს მონაცემებს მოლდოვასა და უკრაინას, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა და მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, ევროპული, ამერიკული, საერთაშორისო, გლობალური და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები - ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ე.წ. ასოცირებულ ტრიოში უპირობო ლიდერები ვართ.

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს გლობალურ რეიტინგში 49-ე ადგილი უჭირავს, ხოლო რეგიონულ რეიტინგში პირველი ადგილი 14 ქვეყანას შორის. თუ იცით უკრაინა რომელ ადგილზეა? 74-ე ადგილზეა და რეგიონული მე-7 ადგილი. მოლდოვა გლობალური რეიტინგის 73-ე მსოფლიოში და რეგიონული რეიტინგი მე-6. კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო არის უპირობო ლიდერი.

მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორის ინდექსით საქართველო ორჯერ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას. ღია ბიუჯეტის ინდექსით არათუ უკრაინას და მოლდოვას, არამედ მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე. წელს ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, ქვეყანა პირველად გავიდა პირველ ადგილზე, ხოლო უკრაინა და მოლდოვა არიან 21-ე და 22-ე ადგილზე.

„ფრეიზერის ინსტიტუტის“ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით საქართველო მსოფლიოში არის მე-5 ადგილზე, უკრაინა არის 129-ე ადგილზე, მოლდოვა 66-ე ადგილზე. „ჰერითეჯ ფაუნდეიშენის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო არის 21-ე ადგილზე მსოფლიში და მე-18 რეგიონში, უკრაინა არის 130-ე ადგილზე, მოლდოვა 78-ე ადგილზეა. რაც შეეხება კორუფციის რისკებს, ამ ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 29-ე ადგილზე, უკრაინა არის 104-ზე და მოლდოვა 115-ე ადგილზე. კორუფციის გლობალური ინდექსი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიხედვით, საქართველო არის 41-ე ადგილზე, უკრაინა 123-ე ადგილზე, ხოლო მოლდოვა 115-ზე.

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო არის პირველ რეგიონში, ხოლო მსოფლიოში 45-ე, უკრაინა არის 122-ე ადგილზე და მოლდოვა 105-ე ადგილზე.

რაც შეეხება უსაფრთხოების რეიტინგს, საქართველო მე-14 ადგილს იკავებს მსოფლიოში, უკრაინა არის 81-ე ადგილზე, ხოლო მოლდოვა არის 84-ზე.

ეს არის ჩვენი 10-წლიანი მუშაობის შედეგი გამოხატული კონკრეტული რეიტინგების მიხედვით, რომელიც შეადგინა მსოფლიო ბანკმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და სხვა ორგანიზაციებმა. ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან არა ემოციებისა და აღქმების დონეზე, არამედ გაკეთებული საქმის მიხედვით, მოვისმინე ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ. ეს ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის და ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის“,
- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია