„საქართველოში დიზელის საწვავის დეფიციტია“ - რატომ ძვირდება დიზელის საწვავი
უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის ღირებულება იზრდება. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულება 4,40 ლარს გადაცდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში განაცხადა, „საქართველოში დიზელის საწვავის დეფიციტია“, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იმპორტის მნიშვნელოვანი შეფერხება.

„დღესდღეობით დიზელის საწვავის ძირითადი მომწოდებელი ჩვენთვის აზერბაიჯანია. უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში აზერბაიჯანი ვეღარ გვაწვდის დიზელის საწვავს, რისი გამომწვევი მთავარი მიზეზი არის ის, რომ აზერბაიჯანში მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გადაიარაღება. დღესდღეობით ამ პროდუქტის იმპორტის 40-45% სწორედ აზერბაიჯანიდან ხორციელდებოდა. მეორე მიზეზი არის რუსეთის ფედერაციიდან შეფერხებული იმპორტი. რუსეთი როგორც აგრესორი ქვეყანა ახლა ომშია და შესაბამისად, ეს საწვავი ომს ხმარდება. ასევე ახლა მიმდინარეობს მოსავლის აღების პროცესი, რაც თავის მხრივ, მოითხოვს დიდი რაოდენობით დიზელის საწვავს.

საბოლოო ჯამში ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა საქართველოში დიზელის საწვავის დეფიციტი და შესაბამისად, ფასების ზრდა. ცხადია, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, რომ გადაერთოს ალტერნატიულ მომწოდებლებზე, თუმცა მათი ფასი გაცილებით ძვირია“,
- აღნიშნავს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია