სულ რაღაც 2 თვეში თითქმის 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. პრემიერი ამბობს იმასაც, რომ ქვეყანაში შემცირებულია სიღარიბეც.

"ის, რომ სიღარიბე შემცირდა. უმუშევრობა მცირედით, მაგრამ შემცირებულია. მეტი სამუშაო ადგილები გაჩნდა. ათასობით სამუშაო ადგილი და ასევე დავიწყეთ საზოგადოების დასაქმების პროგრამა. 35 000 აპლიკაცია უკვე შემოსულია. ამის ნახევარი უკვე დასაქმებულია. ანუ სულ რაღაც 2 თვეში თითქმის 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით. საზოგადოებრივ სამუშაოებში გავაჩინეთ. ასევე კერძო სექტორში არის კარგი მოლოდინები და ამას შენარჩუნება და გაძლიერება სჭირდება.

ასევე ბოლო პერიოდის შეფასებაა, რომ სიღარიბეც შემცირდა",
-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა შრომისუნარიან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 1-ელი მარტიდან დაიწყო. მომავალი 4 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში სამუშაო ადგილის შექმნა 200 ათასი ადამიანისთვის იგეგმება.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია