აზარტული თამაშების აკრძალულ პირთა სიაში 1,5 მლნ ადამიანია — პრემიერი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილია თითქმის 1 500 000 ადამიანი.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას თქვა და მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ორგანოს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებისთვის.

„პარლამენტმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს ამ ინიციატივას და შევცვალეთ კანონები. რაც გასაკეთებელი იყო, გავაკეთეთ. 1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც და ა.შ. იმ თანხებს სხვა რაღაცებში მიმართავენ. იცით, რომ აზარტულ კომპანიებს გავუზარდეთ გადასახადები და აქაც უფრო მეტად გაზრდილია, მეტ გადასახადს იხდიან ბიუჯეტში. 110 მლნ ლარი არის შემოსავლები, რომელიც ბიუჯეტში გადაიხადეს ამ კომპანიებმა“
, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია