ღარიბაშვილი: სწორედ ივანიშვილმა მოიტანა ევროპული პერსპექტივა, ტყუილებს თავი დაანებეთ
როგორ ბედავთ, როგორ ახსენებთ ბატონი ივანიშვილის გვარს თქვენ, გიორგი ვაშაძე. და რა კონტექსტში ახსენებთ, როგორ ბედავთ საერთოდ, რომ ამ ადამიანის გვარს ახსენებთ ისე, რომ არავითარი არგუმენტი არ მოგაქვთ, რომ ეს ადამიანი, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, თურმე ყოფილა პრობლემა მთავარი ევროპის.

რა ევროპის? ეს არის თქვენი და ნაცების მომზადებული დასკვნა. დასკვნა კი არა, ეს არის მომზადებული უსამართლო რეზოლუცია, რომელიც თქვენი მომზადებულია, თქვენი მოსყიდული ლობისტების...

ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებეთ, ივანიშვილმა მოიტანა სწორედ ასოცირების შეთანხმებაც და მისმა გუნდმა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა ევროპული პერსპექტივა, ეს ელაპარაკეთ ხალხს.

წყარო: tabula.ge
Print