ბორის ჯონსონი - ჩვენი თავდაცვის სადაზვერვო სამსახურს მიაჩნია, რომ რამდენიმე თვეში უკრაინაში რუსეთის წინსვლის იმპულსი აღარ იქნება, რადგან მას რესურსები ამოეწურება
ბრიტანეთის თავდაცვის სადაზვერვო სამსახურს მიაჩნია, რომ რუსეთის იმპულსი უკრაინის ომში მომდევნო რამდენიმე თვეში შენელდება, რადგან მისი არმია ამოწურავს რესურსებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონმა თქმით, ვლადიმერ პუტინის ძალები წინ მიიწევენ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, მაგრამ ჯარისკაცების და იარაღის მძიმე ფასის ხარჯზე.

„ჩვენი თავდაცვის სადაზვერვო სამსახურს მიაჩნია, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთი შეიძლება მივიდეს იმ მომენტამდე, როდესაც წინსვლის იმპულსი აღარ იქნება, რადგან ამოწურავს თავის რესურსებს“,
- აღნიშნა ჯონსონმა.

"მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს დინამიკის შებრუნებაში. მე ამაზე შვიდეულის ჯგუფის სამიტზე ვიმსჯელებ. ვინაიდან უკრაინელები კონტრშეტევის წამოწყების პოზიციაში იმყოფებიან, მათ მხარი უნდა დავუჭიროთ აღჭურვილობით, რომელსაც ისინი ჩვენგან მოითხოვენ"
, - აღნიშნა ჯონსონმა.

კითხვაზე, როგორი იქნება უკრაინის გამარჯვება ან პუტინის მარცხი, ჯონსონმა თქვა:

„ჩვენ, სულ მცირე, უნდა დავიბრუნოთ ის სტატუს-კვო, რომელიც იყო 24 თებერვალამდე და რუსეთის ჯარებმა დატოვონ ტერიტორიები სადაც შეიჭრნენ“,
- განაცხადა ჯონსონმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print