რუსეთი რეგულარი ტიპის ბენზინის უალტერნატივო მომწოდებელია - ვანო მთვრალაშვილი
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, დღესდღეობით რეგულარი ტიპის ბენზინის იმპორტის მიმართულებით რუსეთი უალტერნატივოა.

მისი თქმით, არსებულ რეალობაში საქართველოში იმპორტირებული რეგულარი ტიპის ბენზინის 90% სწორედ რუსეთზე მოდის, რომლის გამომწვევი მთავარი მიზეზი არის დაბალი ფასი.

„დღესდღეობით ქართველი ნავთობიმპორტიორები რეგულარი ტიპის საწვავს რუსეთისგან ფასდაკლებით ყიდულობენ. ამ ფონზე საწვავის იმპორტი რუსეთიდან გაზრდილია და შემიძლია გითხრათ, რომ რეგულარი ტიპის ბენზინის იმპორტის 90% არსებულ რეალობაში სწორედ რუსეთიდან ხორციელდება. თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა სხვა ტიპის ბენზინებზე, სადაც რუსული საწვავი ვერ დომინირებს.

ზოგად მოცემულობას და სხვადასხვა ტიპის საწვავის იმპორტს თუ გავაერთიანებთ, მაშინ რუსეთის მთლიანი წილი 28-29%-ია, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარი დივერსიფიცირებულია“,
- აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია