საქართველოდან რუსეთში სატაცურის ექსპორტი განახევრდა - მწარმოებლებმა ახალი ბაზრები აითვისეს
საქსტატის მიმდინარე წელის იანვარი-მაისის მონაცემებით, სატაცურის ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველოდან 13.9 ტონა (88.2 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გავიდა, გასული წლის 5 თვეში - 12.8 ტონა (81.9 ათასი აშშ დოლარი)

ამასთან აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, სატაცური მხოლოდ ორ ქვეყანაში, კერძოდ, რუსეთსა და სომხეთში გავიდა, საიდანაც 99%-ზე მეტი რუსეთზე (12.8 ტონა - 81.4 ათასი აშშ დოლარი) მოდიოდა. თუმცა, მიმდინარე წელს ვითარება შეიცვალა და რუსეთში სატაცურის ექსპორტი განახევრდა. ამასთან, როგორც ჩანს, მწარმოებლებმა ახალი ბაზრები აითვისეს.

„ბიზნნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს სატაცური გავიდა:

  • რუსეთი - 6.7 ტონა (39.9 ათასი აშშ დოლარი)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 5.4 ტონა (33.1 ათასი აშშ დოლარი)
  • ქუვეითი - 1.4 ტონა (11.6 ათასი აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 0,3 ტონა (3.5 ათასი აშშ დოლარი)
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია