თურქულმა კომპანია Baykar-მა გადაწყვიტა უკრაინის არმიას დრონები -
სამი Bayraktar TV2 უსასყიდლოდ გაუგზავნოს. აღსანიშნავია, რომ თურქული
"ბაირაქტარების" შესაძენად უკრაინაში სერგეი პრიტულას საქველმოქმედო
ფონდმა თანხაც კი შეაგროვა. თუმცა Baykar-მა გადაწყვიტა მათგან თანხა
არ მიეღო და განაცხადა, რომ ტექნიკას უკრაინის ფრონტზე უფასოდ
გააგზავნის.
„ვთხოვთ, რომ შეგროვებული თანხები უკრაინელ ხალხს ბრძოლაში
მოხმარდეს“, - ნათქვამია Baykar-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საჩუქარი 15 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.