აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში, მიტოვებულ სატვირთო
მანქანაში 42 ადამიანი, სავარაუდოდ მიგრანტები არიან, გარდაცვლილი
იპოვეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კიდევ ათზე მეტი ადამიანი
საავადმყოფოში გადაიყვანეს.
New York Times-ის ინფორმაციით, სან-ანტონიოს პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლები სატვირთოს მძღოლს ეძებენ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
სან ანტონიო აშშ-მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში
მდებარეობს.
მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ
ქვეყნის კონსული შემთხვევის ადგილისკენ გაემართა, მაგრამ დასძინა, რომ
გარდაცვლილთა ეროვნება ჯერ კიდევ უცნობია.