ტეხასში, სატვირთოში 40-ზე მეტი მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს
აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 42 ადამიანი, სავარაუდოდ მიგრანტები არიან, გარდაცვლილი იპოვეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კიდევ ათზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

New York Times-ის ინფორმაციით, სან-ანტონიოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სატვირთოს მძღოლს ეძებენ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სან ანტონიო აშშ-მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარეობს.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ ქვეყნის კონსული შემთხვევის ადგილისკენ გაემართა, მაგრამ დასძინა, რომ გარდაცვლილთა ეროვნება ჯერ კიდევ უცნობია.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print