ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში ავტობუსის დამატებითი მარშრუტები
დაინიშნება.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე
განაცხადა. როგორც კახა კალაძე განმარტავს, საზოგადოებრივი
ტრანსპორტით სარგებლობა 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით იქნება
შესაძლებელი.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით
აბიტურიენტებისა და დასაქმებული პერსონალის შეუფერხებლად, დროულად
გამოცხადების უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლის 4 ივლისიდან 27 ივლისის
ჩათვლით გამოცდის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება
საგამოცდო ცენტრების მიმართულებით.
N39-ე, 173-ე, 177-ე, 191-ე, 175-ე საჯარო სკოლების მიმართულებით
გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“
მიმდებარე ტერიტორიიდან.
ხოლო, 117-ე საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილებას შესაძლებელი
იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. 103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით
ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან. აღნიშნული
მიმართულებით ავტობუსი 10 აგვისტომდე იმოძრავებს“,- აღნიშნავს
კალაძე.