2022 წლის 6 თვეში 170 მილიონის სახელმწიფო ქონება გაიყიდა
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის 2 კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 108%-ით შეასრულა.

სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშგებო პერიოდში პრივატიზაციის შედეგად მობილიზებულმა თანხამ 170 297 378 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 118 000 000 ლარის ნაცვლად, 127 558 754 ლარი გადაირიცხა, ადგილობრივი თვითმართველობების ბიუჯეტში 26 370 851 ლარი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში 1 154 734 ლარი.

ამასთან, დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, სააგენტომ ჯამში 1190 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. პრივატიცაზიის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

სტატისტიკის თანახმად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირველ კვარტალში 34,833,394 ლარის ქონება გაყიდა, მეორე კვარტალში კი 92,725,360 ლარის ქონება.

წყარო: BPN
Print