გერმანიის სასამართლომ საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ 101 წლის მცველს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ბრანდერბურგის სასამართლომ საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მცველს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურორებმა პენსიონერი 1942-1945 წლებში საქსენჰაუზენის ბანაკში 3 518 პატიმრის მკვლელობაში მონაწილეობის მიღებაში დაადანაშაულეს. ბრალდების მიხედვით, ის საბჭოთა ჯარისკაცების დახვრეტასა და საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრების მომწამლავი აირით სიკვდილით დასჯაში იღებდა მონაწილეობას.

101 წლის გერმანელი ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის სასამართლომ გაამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. 

წყარო: tabula.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები