გორში აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი 5 წლის ბავშვს დაეცა
qartli.ge-ს ინფორმაციით, გორში სტალინის გამზირზე მდებარე კორპუსის ეზოში 5 წლის ბავშვი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფომრაციით, მოზარდს, რომელიც ეზოში თამაშობდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადმოვარნილი ფიცარი დაეცა.

გამოცემა წერს, რომ მომხდართან დაკავშირებით, მერიაში განუცხადეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე მიმდინარეობს, იმ კორპუსს ჯერჯერობით არ ეხება, სადაც შემთხვევა მოხდა:

„ჩვენ ჯერ მე-13 კორპუსამდე მივედით. იმის იქით არ ვაწარმოებთ სარემონტო სამუშაოებს. ამიტომ, ამ ფაქტთან სტალინის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეხება არა აქვს. მით უმეტეს, ფაქტი ეზოში მოხდა“ – აცხადებს მშენებელი qartli.ge-სთან.

გორმედის ცნობით, დაშავებული ბავშვს მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა გამოკვლევების მიზნით, თბილისის კლინიკაში გაგზავნეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები