qartli.ge-ს ინფორმაციით, გორში სტალინის გამზირზე მდებარე კორპუსის
ეზოში 5 წლის ბავშვი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფომრაციით,
მოზარდს, რომელიც ეზოში თამაშობდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის
აივნიდან გადმოვარნილი ფიცარი დაეცა.
გამოცემა წერს, რომ მომხდართან დაკავშირებით, მერიაში განუცხადეს, რომ
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე მიმდინარეობს, იმ
კორპუსს ჯერჯერობით არ ეხება, სადაც შემთხვევა მოხდა:
„ჩვენ ჯერ მე-13 კორპუსამდე მივედით. იმის იქით არ ვაწარმოებთ
სარემონტო სამუშაოებს. ამიტომ, ამ ფაქტთან სტალინის გამზირის
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეხება არა აქვს. მით უმეტეს, ფაქტი ეზოში
მოხდა“ – აცხადებს მშენებელი qartli.ge-სთან.
გორმედის ცნობით, დაშავებული ბავშვს მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა
გამოკვლევების მიზნით, თბილისის კლინიკაში გაგზავნეს.