დუშეთში, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოვიღეთ – სუს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შშს-თან ერთად დუშეთში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სათავსოდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის სავარაუდოდ სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს. ამის შესახებ განცხადება სუს-მა დღეს, 29 ივნისს გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, ამოღებული ნივთებზე ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვას გულისხმობს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print