აფხაზეთში აშშ-ის და ყაზახეთის პრეზიდენტებს ტაქსის გამოყენება აუკრძალეს
აფხაზეთში მომუშავე კომპანია “ა-ტაქსი”-მ [«А-Такси»] აშშ-ისა და ყაზახეთის პრეზიდენტები სასანქციო ნუსხაში შეიყვანა, რითაც მათ აეკრძალათ აფხაზეთის ტერიტორიაზე კომპანიის ტაქსით სიარული.

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პეტერბურგში 17 ივნისს გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, განაცხდა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს დონეცკსა და ლუგანსკს, ასევე, ტაივანს, კოსოვოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ვინაიდან, ტოკაევის თქმით, ერების მიერ თვითგამორკვევის პრინციპის ფართოდ გამოყენების პრაქტიკამ, შესაძლოა, მსოფლიოში ქაოსი გამოიწვიოს.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ინალ არძინბა ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების გაფართოებით, მსოფლიოს ერების ორგნიზაციის მუშაობაში მონაწილებით, მსოფლიოში მეტი ქაოსი ნამდვილად არ იქნება.

კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრ ბასარიამ gazeta.ru-სთან საუბარში ყაზახეთის პრეზიდენტის მიმართ სანქცია დაასაბუთა იმით, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა როგორც მათ კომპანიას, ასევე, აფხაზურ საზოგადოებას და მის მრავალსაუკონოვან ისტორიას.

კომპანიის დირექტორის განმარტებითვე, სანქციის მოსახსნელად ტოკაევმა ბოდიში უნდა მოიხადოს და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები