თურქეთში, ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, არის მსხვერპლი
დღეს, პირველ ივლისს, თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა. უზარმაზარი ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. როგორც თურქული გამოცემა წერს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათისათვის მოხდა. პირველადი მონაცემებით დაზიანებულია სამი სატვირთო ავტომობილი.

შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც, წინასწარი ინფორმაციით მათგან არავინ დაშავებულა.

ამ დროისათვის [10:30] ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. სტიქიის ადგილას კი მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები