პენსიონერის წამებისთვის დაკავებულების ოჯახებს სოფლიდან აძევებენ - დაპირისპირება კაბალში
უკიდურესად დაძაბული ვითარება კაბალში - სოფელი შურისძიებისთვის ემზადება. ადგილობრივები სოფლიდან 68 წლის მოხუცის წამებაში ბრალდებულების ოჯახების გასახლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალური ზომებით და სახლების გადაწვით იმუქრებიან.

კაბალის მკვიდრის თქმით, დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახმა თანასოფლელ 7 პირს ცემისთვის უჩივლა.

ისინი პოლიციაში გამოკითვაზე 2 დღის წინ იმყოფებოდნენ.

„ჩვენ გვინდა, რომ საჩივარი გამოიტანონ და სოფლიდან გადასახლდნენ. რაც მოხუცს გაუკეთეს იგივეს გაგვიკეთებენ ჩვენც. არასწორი საქციელი ჩაიდინეს. ვცემეთ კი, მაგრამ იმათმაც სცემს მოხუცი და მაგიტომ ვცემეთ“. - ამბობს თანასოფლელი.

ადგილზე ცოტა ხნის წინ სამართალდამცველები მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ შემზარავი კადრების გავრცელების შემდეგ თანასოფლელებმა არასრულწლოვანი ცემეს და შური იძიეს. მას სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული.

კახეთში, თანხის გამოძალვის მოტივით, 68 წლის კაცი თანასოფლელებმა ტყეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს, სცემეს, დააჩოქეს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ კი ბრალდბულებმა მსხვერპლს დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს!

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე წარმოებაში მთავარ პროკურატურას გადაეცა.

წყარო: tvpirveli.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები