"ალტ-ინფოს" მხარდამჭერებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს
"ალტ-ინფოს"მხარდამჭერებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს.

აქციის მონაწილეები ევროკავშირის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. ისინი სკანდირებენ - "საქართველოს გაუმარჯოს". შეკრებილებმა ადგილზე საქართველოს დროშა გაშალეს და განაცხადეს, რომ საკუთარი დროშა უნდა დაიცვან.

მათ ევროკავშირის ელჩს მიმართეს შეძახილებით: "წადი, წადი". აქციის მონაწილეების თქმით, თუ ევროპას საქართველოსთან მეგობრობა უნდა "ქართველი ხალხი ისეთი უნდა მიიღოს როგორიც არის".

მანამდე, აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტთან გამართული აქციის შემდეგ მივიდნენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print