დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ასაკოვანი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი
იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა არასწორად დამონტაჟებული
წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.