სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, დღეს, პარლამენტთან აქცია გაიმართება
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, 3 ივლისს, პარლამენტთან აქცია გაიმართება. 3 ივლისს, 20:00 საათზე აქციის გამართვის გადაწყვეტილება 24 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც 3 ივლისს იწურება.

ამასთან, მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადება.

„ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე!

იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება“,
- ნათქვამია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები