3 ივლისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით
მათთვის, ვისაც აქციაზე „შინ ევროპისკენ!“ დასწრება სურს,
პარტია „ლელომ“ ავტობუსები დანიშნა.
„ლელოს“ ავტობუსები თბილისის მიმართულებით წამოვლენ შემდეგი
ქალაქებიდან:
- ბათუმი;
- ზუგდიდი;
- აბაშა;
- წალენჯიხა;
- ჩხოროწყუ;
- ხარგაული;
- ზესტაფონი;
- ჭიათურა;
- ტყიბული;
- ცაგერი;
- საგარეჯო;
- გორი.
აღნიშნული ავტობუსით სარგებლობის მსრუველებმა დეტალების გასარკვევად
უნდა დარეკონ ნომერზე +995 322 23 2288.
აქცია „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით
იმართება და მას უერთებიან ძირითადი ოპოზიციური პარტიები.
პირველი მსგავსი აქცია 24 ივნისს გაიმართა, რა დროსაც წამოაყენეს
მთავარი მოთხოვნები:
"ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინიტრი ირაკლი
ღარიბაშვილი, „შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც
შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი
მოვა“.
აქციის ორგანიზატორებმა, რომელთა შორის არის მოძრაობა „სირცხვილია“,
აღნიშნეს, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი
და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.
„და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ —
თქვა შოთა დიღმელაშვილმა.
დიღმელაშვილის თქმით, საქართველოს დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, თუ არ
გადადგება მთავრობა. ასევე, დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველო ვერ
გახდება ევროკავშირის წევრი.
წყარო:
ნეტგაზეთი