„2022 წლის მოსავლიდან ვგეგმავთ დაახლოებით 500 ტონის და მეტის შესყიდვა-გადამუშავებას - ,,მზეთამზემ" საკუთარი ქარხანა გახსნა
,,გემოვანმა" თბილისის ზღვაზე პურის ქარხანა აამუშავა. კომპანია, რომელიც 10 სახეობის პურს აწარმოებს, პროდუქციას ქართული ხორბლით ქმნის.

კომპანიის დირექტორი, ოთარ ნაჭყებია ,,ბიზნესპრესნიუსთან" ამბობს, რომ პირველ წელს, მხოლოდ 10 ტონა ხორბალი შეისყიდეს, წელს კი, ფერმერებისგან 500 ტონა ხორბლის შესყიდვას გეგმავენ. მისი თქმით, ,,გემოვანი“ 2015 წლიდან აწაროებს პურს ქართული ხორბლით და ქართული ტექნოლოგიის საფუარი, ,,პურის დედით“.

„უკვე 7 წელია ვაწარმოებთ პურს ,,მზეთამზე". წელს გადავედით საკუთარ ქარხანაში თბილისის ზღვაზე, სადაც გამართულ პურის წარმოებასთან ერთად, ქარხანაში დავამატეთ ქვის წისქვილი, რომელიც ფქვავს ,,ცეხვილ" ფქვილს.

ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ მეხორბლე-მეურნეებთან და იდენტიფიცირებული ხორბლის ჯიშებს ვყიდულობთ მათგან. პირველ წელს 10 ტონა შევისყიდეთ, ხოლო 2022 წლის მოსავლიდან ვგეგმავთ დაახლოებით 500 ტონის და მეტის შესყიდვა-გადამუშავებას. ხორბალი ცეხვილად დაიფქვება ჩვენსქარხანაშივე, ხოლო თეთრი ფქვილი ჩვენს პარტნიორ წისქვილებში დაიფქვება. ბოლო წლებში საქართველოში 200-250 ათასი ტონა ხორბალი მოდის და ტენდენცია მზარდია, მთლიანად ქვეყნის დაახლოებით მოხმარება კი შეადგენს 800 ათას ტონას"
- განაცხადა ნაჭყებიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან".

წყარო: BPN
Print